შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს მასწავლებელთა აპელაციის შედეგები გამოაქვეყნა. აპლიკანტები, შედეგების ცვლილებას დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში ელოდებოდნენ დღეს კი ცნობილი გახდა საბოლოოს სეძლეს თუ არა გამოცდის წარმატებით ჩაბარება. აღსანიშნავია, რომ აპელაციის შედეგად შესაძლებელია როგორც ქულის მომატება, ისე ქულის დაკლება. სოციალურ ქსელში უკვე ვრცელდება პდაგოგთა პოზიციები, კმაყოფილება და უკმაყოფილება ქულის მომატების ან არმომატების შესახებ. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი გამორჩეული იყო პოსტი, რომლის მიხედვითაც
აპლიკანტს ნაშრომის გასაჩივრების შედეგად 11 ქულა მოემატა.
მიუხედავად იმისა, რომ უცხოური ენის გამოცდაში აპლიკანტს პირველადი ქულა 68 ჰქონდა აღებული, რაც 60%-ზე მეტია და წარმატებით ჰქონდა გამოცდა ჩაბარებული, შედეგი მაინც გაასაჩივრა და საბოლოოდ 79 ქულა მიიღო.
იხილეთ: მასწავლებლის გამოცდის აპელაციის შედეგები გამოქვეყნდა - გაეცანით დეტალურ ინსტრუქციასროგორ უნდა დაიბრუნონ აპელაციაში გადახდილი თანხა მასწავლებლებმა - „ნაეკის“ ინსტრუქცია და ვადები