სამტრედიის N1 საჯარო სკოლაში ფრანგულის გაკვეთილები ქართველ და ფრანგ პედაგოგებთან ერთად ტარდება
26-01-2018

სამტრედიის N1 საჯარო სკოლა 2017 წლის 15 სექტემბრიდან მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამაში ,,ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად“ არის  ჩართული.

სკოლაში ფრანგული ენის მასწავლებელთან, ირმა ვაშაკიძესთან ერთად  ფრანგი მოხალისე პედაგოგი, გოტიე კანტენ კრეპტი მუშაობს და მათი თანამშრომლობით  სკოლაში  პარტნიორული გაკვეთილები ფრანგულ ენაში აქტიურად ტარდება. 

სასწავლო წლის დასაწყისში სკოლაში ჩამოყალიბდა  ფრანგული კლუბი : ,,Le français en chansons” განისაზღვრა კლუბის საქმიანობის წესდება, ჩამოყალიბდა მიზნები და კლუბის სამუშაო გეგმა. კლუბის სლოგანია-,,La chanson française donne des ailes à la pensée et l’envie de savoir la langue“-,,ფრანგული სიმღერა ფრთებს ასხამს ფიქრს და ქმნის ენის ცოდნის სურვილს“

ფრანგული კლუბის არსებობა სკოლაში მიზნად ფრანგული ენის პოპულარიზაციას ისახავს. სიმღერის ავთენტურობა და საგანმანათლებლო პოტენციალი, რომელიც კლუბის მუშაობის უმთავრესი პირობაა ფრანგული ენის შესწავლის ოთხივე საკომუნიკაციო უნარების (მოსმენა, კითხვა, ლაპარაკი, წერა) და ინტერკულტურული კომპეტენციის განვითარებას შეუწყობს ხელს.

კლუბის მიზნებია:

> ფრანგული ენის პოპულარიზაცია

> ფრანგული ენის შესწავლის ინტერესის  შექმნა მოსწავლეებში

> ფრანკოფონური მუსიკალური კულტურის გაცნობა.


იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203