დისტანციური და დასწრებითი სწავლებისთვის ორი სხვადასხვა ცხრილი უნდა შედგეს 
17-09-2021

2021-2022 სასწავლო წელი დიტსანციურად დაიწყო, მხოლოდ პირველკლასელებია გამონაკლისი, რომლებიც 4 ოქტომბერს პირდაპირ სკოლაში მივლენ და მათ ონლაინ-გაკვეთილები არ ეხებათ. 4 ოქტომბერს, წესით, საქართველოს სკოლებში დასწრებითი სწავლება უნდა განახლდეს და აქედან გამომდინარე, სკოლებს გარკვეული საკითხების მოსაგვარებლად ორმაგი დატვირთვა უწევთ.

სასკოლო ცხრილი შედგენა საკმაოდ შროამტევადია და ჯერ კიდევ შარშან, როდესაც მოსწავლეების ნაწილი დისტანციურ სწავლებას ირჩევდა, ნაწილი კი დასწრებითს, მასწავლებლებმა, ადმინისტრაციასთან ერთად, ნამდვილი საგანმანათლებლო ჯოჯოხეთი გაიარეს ცხრილების შედგენა-გადაკეთების გამო. 

წელს კი, როგორც ირკვევა, სკოლებში ორი ცხრილი უნდა შედგეს თითო კლასისთვის - ერთი ცხრილი დისტანციურისთვის, რადგან სწავლა დისტანციურად დაიწყო და მეორე, დასწრებითი სწავლისთვის. დამრიგებლების ვალდებულებაა, ორივე მათგანი გადაუგზავნონ მოსწავლეებს, რათა მათ სრული წარმოდგენა ჰქონდეთ, როგორც ონლაინ, ისე დასწრებითი გაკვეთილების მიმდინარეობისა და რიგითობის შესახებ. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203