„არა მარიხუანას“ - ხარაგაულის N3 საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით ღონისძიება გაიმართა
26-01-2018
ხარაგაულის N3 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეებმა ჯანსაღი ცხოვრების პოპულარუზაციის მიზნით პროექტი განახორციელეს. ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის დაგეგმილი პროექტის განხორციელებაში დიდი წვლილი კლასის ხელმძღვანელმა ნანა დევდარიანმა შეიტანა.

პროექტი ძირითადად მარიხუანის უარყოფითი მხარეების წარმოჩენას და ინტერნეტ სივრცის არასწორად გამოყენების საფრთხეებს ეხებოდა. სკოლის ექიმმა, ია ხარაზიშვილმა, რომელიც აქტიურად იყო ჩართული პროექტის მსვლელობაში პროფესიული კუთხით განმარტა, თუ რა ზიანის მოტანა შეუძლია მარიხუანას ადამიანისთვის და რატომ არის აუციებელი ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება მოზარდებში.  

პროექტის ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ მსგავსი საინფორმაციო შეხვედრები მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და მის პოპულარიზაციას შეუწყოფს ხელს. 

იხილეთ ფოტოები




 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203