„თუ დასწრებითი სწავლება გვინდა უნივერსიტეტებში, სტუდენტები უნდა იყვნენ აცრილები“
17-09-2021

უმაღლესი სასწავლებლების აკადემიური პერსონალის აცრის მაჩვენებელი, სტუდენტების აცრის მაჩვენებელზე მეტია, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ და დასძინა, რომ სტუდენტების ვაქცინაცია აუცილებელია, რათა რეალურ სივრცეში სწავლას საფრთხე არ შეექმნას.

„დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სრულად უჭერს მხარს, რომ სტუდენტები იყვნენ რეალურ სივრცეში. იცით, რომ სწავლა დაიწყო სამედიცინო უნივერსიტეტებში და სამედიცინო ფაკულტეტებზე იმიტომ, რომ ექიმობის სწავლა ვირტუალურად არ შეიძლება. ეს გახლავთ სწორედ რეზერვი. არავინ იცის, პანდემია რამდენ ხანს გაგრძელდება და სწორედ ამიტომ დავუჭირეთ მხარი, რომ სამედიცინო ფაკულტეტებზე სწავლა დაწყებულიყო სწრაფად. მაგრამ იქაც დაშვებით, რომ ის სტუდენტები, რომლებიც კლინიკებში პრაქტიკულ სამუშაოებზე შედიან, აუცილებლად უნდა იყვნენ ორჯერადაც აცრილები ან დატესტილები. რაც შეეხება სტუდენტების აცრებს, ამ ასაკის მოსახლეობის აცრა 17-18 პროცენტია. მიკვირს რატომ არ გამოირჩევიან ჩვენი სტუდენტები მეტი აქტიურობით. თუ ჩვენ გვინდა დასწრებითი სწავლა უნივერსიტეტებში სტუდენტები უნდა იყვნენ მაგალითი. უფრო უკეთესია პროფესორ-მასწავლებელთა აცრის მაჩვენებელი“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203