ავღანეთის სკოლებში სწავლა მხოლოდ, ბიჭი მოსწავლეებისთვის დაიწყო
19-09-2021

ავღანეთის საჯარო სკოლებში სწავლა, მხოლოდ ბიჭი მოსწავლეებისთვის დაიწყო. თალიბანის გადაწყვეტილების მიხედვით,  სკოლებში გოგონები არ დაიშვებიან. გარდა ამისა, მასწავლებლები მამარობითი სქესის წარმომადგენლები იქნებიან. დაჯგუფების ოფიციალურ განცხადებაში,  გოგო მოსწავლეები და ქალი მასწავლებლები ნახსენები არ არიან. ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

„ ყველა კაცმა მასწავლებელმა და მოსწავლემ უნდა იაროს თავის საგანმანათლებლო დაწესებულებაში“ - ნათქვამია განცხადებაში. 
საშუალო სკოლებში 13-18 წლის მოზარდები ესწრებიან. სკოლების უმეტესობა სეგრეგირებულია, რაც თალიბანისთვის გოგოების სკოლების დახურვას ამარტივებს.


სკოლის მოსწავლეების და მათი მშობლების შეფასებით, მომავალი დამაიმედებელი არ არის.

„ ყველაფერი ჩაბნელდა. ყოველდღე ვიღვიძებ და საკუთარ თავს ვეკითხები, რატომ ვარ ცოცხალი? სახლში უნდა დავრჩე და დაველოდო, ვინმე როდის დააკაკუნებს კარზე და ცოლობას მთხოვს? ეს არის ქალის დანიშნულება?

ექიმობა მინდოდა. ახლა ეს ოცნება გაქრა. არ მგონია, რომ სკოლაში დაბრუნების უფლებას მოგვცემენ. სკოლები რომც გახსნან, არ უნდათ, რომ ქალებმა განათლება მიიღონ“  - უყვება სკოლის მოსწავლე გოგო BBC-ის.

გოგონას მამა აღნიშნავს, რომ დედამისს, რომელსაც განათლება არ ჰქონდა მიღებული, ქმარი მუდმივად ამცირებდა და არ სურს, მისმა ქალიშვილმა ბებიის ბედი გაიზიაროს.


გარდ ამ გადაწყვეტილებისა, თალიბანმა ქალების საქმეთა სამინისტრო ღირსების და მანკიერების სამინისტროთი ჩაანაცვლა,  რომელიც ოდესღაც მკაცრ რელიგიურ დოქტრინებს აღასრულებდა.

საშუალო სკოლებიდან გოგონების გარიცხვა იმის მიმანიშნებელია, რომ ისინი სრულყოფილი განათლების მიღებას ვერ შეძლებენ. „თალიბანის“ წევრები აცხადებენ, რომ ქალებს უნივერსიტეტებში სწავლა შეუძლიათ, მაგრამ ბიჭებისგან განცალკევებით და ახალი დრესკოდით.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203