საქართველოში Future English მასწავლებელთა ონლაინ საზოგადოების პლატფორმა შესაძლებლობას მისცემს ყველა ინგლისურის მასწავლებელს ჩაერთოს მრავალმნიშვნელოვან უწყვეტ პროფესიულ განვითარებაში მსგავსი პრაქტიკის პროფესიონალთა გაერთიანებების მოდელის დახმარებით 18 თვის განმავლობაში. ეს პილოტი გახლავთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან ახალი თანამშრომლობის ნაწილი, რომელიც საქართველოში განათლების სფეროში ქმნის ახალ შესაძლებლობებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მხრივ, ასევე დაეხმარება პარტნიორებს ინტეგრირება გაუკეთონ მასწავლებელთა ონლაინ საზოგადოების პლატფორმის მოდელის წარმატებულ ელემენტებს და მახასიათებლებს "განათლების e-სახლის" ერთიანი ეროვნული პლატფორმის სტრუქტურაში, ყველა საგნობრივი პედაგოგისათვის.