საახალწლო კოსტიუმებში გამოწყობილმა პირველკლასელებმა, ზესტაფონის N3 საჯარო სკოლაში საახალწლო კარნავალი გამართეს
საახალწლო კოსტიუმებში გამოწყობილმა პირველკლასელებმა, ზესტაფონის N3 საჯარო სკოლაში საახალწლო კარნავალი გამართეს.
კარნავალს „თეთრი ციდან ფიფქი ცვივა“ ეწოდებოდა და მისთვის სამზადისი ბავშვებთან ერთად კლასის ხელმძღვანელმა, ლელა გაჩეჩილაძემ ადრიანად დაიწყო. საკლასო ოთახი ბავშვების მიერ დამზადებული ფიფქებით, გირლანდებითა და ბუშტებით მოირთო.
საახალწლო კარნავალმა სიმღერებისა და ცეკვის ფონზე ჩაიარა და დასასრულს თოვლის ბაბუამ მონაწილეებს სიმბოლური საჩუქრები დაურიგა.
იხილეთ ფოტოები