„ჩვენი სკოლის თანამშრომლების უმრავლესობა ვაქცინირებულია“- ნინო მოდებაძე, მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი
21-09-2021

რა მოლოდინი აქვს ახალი სასწავლო წლისგან, რას ფიქრობს პედგოგთა შესაძლო სავალდებულო ვაქცინაციასთან დაკავშირებით და როგორ აფასებს მასწავლებელთა მზაობას ელექტრონული ჟურნალის წარმოების კუთხით - ამ და სხვა საკითხებზე ირაკლი ბაზაძის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე გვესაუბრა.

- როგორ მიმდინარეობს თქვენ სკოლაში ახალი სასწავლო წელი ? ზოგადად, რა მოლოდინი გაქვთ 2021-2022 სასწავლო წლისგან ?

- სკოლამ დაიწყო სწავლა ონლაინ რეჟიმში, მოსწავლეები შეძლებისდაგვარად ერთვებიან. ველოდებით, სწავლა დაიწყება საკლასო ოთახში და გაგრძელდება ჩვეულ რეჟიმში.

- როგორც ცნობილია, მიმდინარე სასწავლო წლიდან სკოლებში ჟურნალის წარმოება მხოლოდ ელექტრონული ფორმით მოხდება. რამდენად სწორად მიგაჩნიათ აღნიშნული ცვლილება ? მასწავლებელთა მზაობას როგორ შეაფასებდით ელექტრონული ჟურნალის წარმოების კუთხით?

- სკოლაში არა არის გამართული ინტერნეტი და ტექნიკა, რის გამოც შესაძლებელია ელექტრონულ ჟურნალებთან მუშაობისას შეიქმნას პრობლემა.

- ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, არაერთხელ გამოთქმულა მოსაზრება, რომ შესაძლოა ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს მასწავლებლებისთვის. რამდენად ემხრობით მსგავს მიდგომას და რას ფიქრობენ ამ საკითხზე თავად მასწავლებლები ?

- ჩვენი სკოლის თანამშრომლების უმრავლესობა ვაქცინირებულია.

- რამდენად სწორად მიგაჩნიათ პირველკლასელებისთვის სწავლის დაწყების გადადება დასწრებით ფორმატში განახლების მიზნით ?
 
- პირველკლასელთა სწავლის დაწყების გადადება სწორი გადაწყვეტილებაა.

- როგორი შედეგები აჩვენეს თქვენი სკოლის მასწავლებლებმა კომპეტენციის დადასტურების გამოცდებზე და რას ფიქრობთ ზოგადად გამოცდებისა თუ ტრენინგების საჭიროებასა და ეფექტურობაზე ?

- მასწავლებელთა დიდ ნაწილს კომპეტენცია დადასტურებული აქვთ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203