ყველა პორტალი, რომელიც დისტანციური სწავლების დროს გჭირდებათ - „ემისის“ განმარტება თითოეული პლატფორმისთვის
22-09-2021

პანდემიამ და მისგან განპირობებულმა დისტანციურმა სწავლებამ არაერთი ონლაინ-პლატოფრმის შექმნის აუცილებლობა წარმოშვა. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაშიც, სასკოლო საზოგადოების დასახმარებლად, რამდენიმე პორტალი შეიქმნა, რომლებსაც დეტალურად განვმარტავთ:

eschool.emis.ge – ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა;

grifireba.emis.ge - გრიფირების ელექტრონული სისტემა;

registration.emis.ge - საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველკლასელთა რეგისტრაციის სისტემა;

privatereg.emis.ge - კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველკლასელთა რეგისტრაციის სისტემა;

directors.mes.gov.ge - საჯარო სკოლის დირექტორთა სერტიფიცირების ეტაპზე რეგისტრაციის სისტემა;

exams.emis.ge - ექსტერნატის ფორმით გამოცდების ჩაბარების მსურველ პირთა რეგისტრაციის სისტემა;

online.emis.ge - მშობლის/წარმომადგენლის სურვილის შემთხვევაში, დისტანციურ სწავლებაზე მოსწავლის რეგისტრაციის სისტემა;

eflow.emis.ge - ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა;

mobile.emis.ge - შეღავათიანი ინტერნეტ პაკეტები მოსწავლეებისთვის და პედაგოგებისთვის.

შენიშვნა: საიტების ნაწილზე შესვლა მხოლოდ სკოლის შიდა პერსონალს შეუძლია, საიტის ნაწილი კი, მათ შორის დირექტორების სერტიფიცირების ეტაპზე რეგისტრაციის,  კერძო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციისა და ექსტერნაზე დასარეგისტრირებლად განკუთვნილ საიტებზე შესვლა კონკრეტულ ვადებშია შესაძლებელი, ამიტომ ამ საიტებზე ახლა ვერ შეხვალთ. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203