დისტანციური გაკვეთილებს მოსწავლეებმა მარტივად აუღეს ალღო, იმდენად მარტივადაც კი რომ ონლაინ კლასში შესვლას მასწავლებლებს ასწრებენ. ნაადრევად დაწყებული გაკვეთილები, ძირითადად, დაწყებითი კლასების მოსწავლეებს უხარიათ.
გაკვეთილზე შესული მასწავლებლები თავს უხერხულად გრძნობენ, როდესაც ონლაინ საკლასო სივრცეში მოსწავლეები ხვდებიან. ასეთ დროს პატარები ხშირად სხვადასხვა თემაზე საუბრობენ და საგაკვეთილო განწყობა აღარ აქვთ.
შეიძლება თუ არ რომ გაკვეთილის დაწყებამდე მოსწავლეებს შეზღუდული ჰქონდეთ ზარის წამოწყება და ისინი პედაგოგზე ადრე ვერ შევიდნენ ვირტუალურ კლასში? - შეკითხვას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა პასუხობს.
„როდესაც გაკვეთილზე თქვენივე ჩანიშნულ შეხვედრაში კალენდრიდან შედიხართ, თუმცა ორგანიზატორად მოსწავლე გხვდებათ, ამის თავიდან აცილებისთვის, გაითვალისწინეთ:
კალენდარში გახსენით თქვენი ჩანიშნული შეხვედრა, აირჩიეთ „შეხვედრის პარამეტრები“ და მონიშნეთ: ვისაც ინგლისურად გაქვთ: Who can bypass the lobby?დააყენეთ Only me-ზე.
ვისაც ქართულად გაქვთ: ვინ არის უფლებამოსილი, რომ მოსაცდელს გვერდი აუაროს? - დააყენეთ „მხოლოდ მე“.
უნდა შეცვალოთ პირველი პარამეტრი.
ამ დროს შეხვედრაში შესვლას და გაკვეთილის დაწყებას მოსწავლეები ვეღარ შემოუერთდებიან მანამ, სანამ თქვენ არ დააჭერთ თანხმობის ღილაკს. აქედან გამომდინარე, პირველი ყოველთვის თქვენ შეხვალთ და ორგანიზატორიც ყოველთვის თქვენ იქნებით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
მოსწავლეს ზარის წამოწყების ფუნქცია შეგიძლიათ ფოტოს მიხედვით შეუზღუდოთ. თუმცა, ასევე გაითვალისწინეთ, რომ ის ვერ ისარგებლებს ჩათის ფუნქციით, ვერ გამოგეხმაურებათ შეტყობინებებზე გუნდის სიახლეებში.