ხარაგაულის მესამე საჯარო სკოლაში დღეიდან „მომავლის ხელოვანებმა“ მუშაობა განაახლეს
26-01-2018
ხარაგაულის მესამე საჯარო სკოლაში დღეიდან „მომავლის ხელოვანებმა“ მუშაობა განაახლეს. კლუბის წევრებმა ფიროსმანის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ისაუბრეს.

მოსწავლეების ნაწილმა შეხვედრაზე ფიროსმანის გრაფიკული პორტრეტი წარმოადგინა. განხილვის ძირითადი თემა კი თვითნასწავლი მხატვრის საფრანგეთის მაღალ წრეებში მიღწეული წარმატება და მისი მსოფლიო დონის პოპულარობა იყო.  

კლუბის წევრებმა დღევანდელ შეხვედრაზე დაგეგმეს, რომ მონაწილეობას მიიღებენ საპატრიარქოს მიერ გამოცხადებულ ბიბლიურ თემებზე შესრულებული ნახატების კონკურსში. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203