ქსნის საჯარო სკოლაში „სამართლებრივი კულტურის“ გაკვეთილები დაიწყო
29-01-2018
ქსნის საჯარო სკოლაში „სამართლებრივი კულტურის“ გაკვეთილი დაიწყო. პირველი გაკვეთილი სკოლის IX კლასის მოსწავლეებში ჩატარდა. 

„სამართლებრივი კულტურის“ გაკვეთილი პოლიციელ, დავით წურწუმიასთან ერთად ჩატარდა.

მოსწავლეები დიდი ინტერესით ელოდებოდნენ გაკვეთილის წარმართვის სპეციფიკას და სამართლებრივ სფეროში მომუშავე პირთან შეხვედრას, რომლისგანაც ამომწურავი ინფორმაციის მიღება შეძლეს, თუ რა უნდა ვიცოდეთ სამართლებრივი კულტურის შესახებ.  

გაკვეთილი ხალისიანად და საინტერესოდ წარიმართა. მოსწავლეებმა დადებითი ემოციები გამოხატეს გაკვეთილისა და სამართალდამცველის მიმართ.  

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203