ვალერია კაცაძე - სკოლა-ლიცეუმ „ცოდნას“ მოსწავლე საქართველოს ყველაზე ჭკვიან მოსწავლეთა რიგებში
სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნას" VI კლასის მოსწავლე ვალერია კაცაძე საქართველოს ყველაზე ჭკვიან და რჩეულ მოსწავლეთა რიგებშია, ის კინგსის ოლიმპიადის გამარჯვებული და I ხარისხის დიპლომის მფლობელია.
ვალერიამ თანატოლებთან ერთად მონაწილეობა კინგსის ინტელექტუალურ- შემეცნებითი ბანაკის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღო. ღონისძიება წყალტუბოში ჩატარდა.
სკოლა- ლიცეუმის „ცოდნა“ ინფორმაციით, ვალერია სხვა მოსწავლეებთან ერთად სწავლობდა დამოუკიდებლობას, იღებდა უდიდეს გამოცდილებასა და დადებით ემოციას. მან შეიძინა უამრავი ახალი მეგობარი.
სკოლა ულოცავს ვალერიას და მის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგს,ლია ბაზაძეს ოლიმპიადაში გამარჯვებას და მათ წარმატებას უსურვებს.