დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება 4 ოქტომბერს სწავლის სასკოლო გრამოში გაგრძელებასთან დაკავშირებით და თქვა, რომ აუცილებლად უნდა წავიდნენ ბავშვები სკოლაში. მან ასევე ვაქცინაციაზე და პირბადის გამოყენების საერთო მაჩვენებელზე ისაუბრა.
„4 ოქტომბრიდან სკოლები უნდა გაიხსნას. ხომ უნდათ ბავშვებს განათლება?! - აუცილებლად უნდა წავიდნენ სკოლებში, ვერ მიეჩვივნენ პატარები ონლაინ სწავლებას და პრობლემებია. ამიტომ, ყველას მოგიწოდებთ, რომ აიცრათ.
თუ ჩვენ 95%-ზე ავიყვანთ პირბადის გამოყენების მაჩვენებელს, ახლა 34%-ია, მარტო პირბადით, ჩვენ დეკემბრამდე 200-250 ადამიანის სიცოცხლეს გადავარჩენთ. 1000 ორჯერადად აცრილი ადამიანი არის 1 გადარჩენილი სიცოცხლე, ახალი გაანგარიშებებით კიდევ უფრო ნაკლებიც. ახლა ამბობენ უკვე, რომ 500 ორჯერადად აცრილი ადამიანი არის ერთი გადარჩენილი სიცოცხლე, ამიტომ მადლობა მათ, ვინც უკვე აცრილია, მაგრამ სხვებსაც მოვუწოდოთ ვაქცინაციისკენ, აცრის გარდა ვერაფრით დავამთავრებთ ამ პანდემიას.“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
ასევე იხილეთ:
განათლების სამინისტრო მასწავლებლების სტატისტიკას აქვეყნებს
4 ოქტომბერს სწავლა საკლასო გარემოში გაგრძელდება - გაბუნია
პირველკლასელთა ონლაინ-გაკვეთილების ცხრილი სკოლებმა უკვე შეადგინეს - კლასებში სწავლა 4 ოქტომბერს არ იწყება?!
„დარწმუნებულები ვართ, საკლასო ოთახებში სწავლა დათქმული თარიღისთვის დაიწყება“ - ჯანდაცვის მინისტრი