ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, უწყება ყველაფერს აკეთებს ეპიდსიტუაციის დასტაბილურებისთვის, რათა შესაძლებელი იყოს როგორც სწავლის საკლასო ოთახებში გაგრძელება, ისე - ეკონომიკური საქმიანობების გააქტიურება.
„რეგიონების მიხედვით, დადებითობის მაჩვენებელი არაერთგვაროვანია, თუმცა, განათლების სამინისტროსთან ერთად, ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს. თითქმის დარწმუნებულები ვართ, რომ საკლასო ოთახებში სწავლა დათქმული თარიღისთვის დაიწყება“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.
შეგახსენებთ, სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. დისტანციურ რეჟიმში სწავლება 4 ოქტომბრამდე წარიმართება. ამასთან, 4 ოქტომბრიდან საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში სწავლა განახლდება მხოლოდ იმ ქალაქსა თუ სოფელში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი ოთხ პროცენტზე ნაკლები იქნება. 4 ოქტომბრიდან საკლასო ოთახებში სწავლის განახლების შემთხვევაში, მშობელს ექნება საშუალება, აირჩიოს, სურს თუ არა კვლავ დისტანციურ რეჟიმში სწავლის გაგრძელება.
საქართველოს მასშტაბით, სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში აღდგენა 4 ოქტომბერს იგეგმება.
ასევე იხილეთ:
4 ოქტომბერს სწავლა საკლასო გარემოში გაგრძელდება - გაბუნია
პირველკლასელთა ონლაინ-გაკვეთილების ცხრილი სკოლებმა უკვე შეადგინეს - კლასებში სწავლა 4 ოქტომბერს არ იწყება?!