ვემხრობი, მასწავლებლები მესამე დოზით ავცრათ - ბიძინა კულუმბეგოვი
24-09-2021

იმუნოლოგ-ალერგოლოგ ბიძინა კულუმბეგოვი მხარს უჭერს 12-დან 15 წლამდე ასაკის რისკის ქვეშ მყოფი ბავშვების აცრას, შემდეგ კი ბუსტერული, მესამე დოზით მოსახლეობის ვაქცინაციას, ამის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს. ასევე, ყურადღებას ამახვილებს პროფესიებზე და თვლის, რომ მასწავლებლები უნდა იყვნენ ერთ-ერთი პირველები, რომლებიც მესამე დოზით აიცრებიან. 

„12-15 წლის რისკის მქონე დაავადების ბავშვების აცრა მყარი რეკომენდაციით, დარჩენილი კონტინგენტის ვაქცინაცია ოჯახის სურვილის შემთხვევაში! 6 თვის პერიოდის გასვლის შემდეგ ბუსტერული ანუ მესამე დოზების საკითხი ასაკოვანი და რისკის დაავადების ან პროფესიის (სამედიცინო პერსონალი, მასწავლებლები, წინა ხაზის მუშაკები, ჟურნალისტები, პოლიცია...) ხალხისთვის!

პ.ს. მხარს ვუჭერ ვაქცინაციის ამ სქემით გაგრძელებას, იმედია გადაწყვეტილება დროულად იქნება მიღებული და გასაჯაროებული“, - წერს კულუმბეგოვი.

იხილეთ: 12 წელს ზემოთ პირების ვაქცინაციის გადაწყვეტილებას 1 ოქტომბრამდე მიიღებენ - გამყრელიძე 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203