12 წელს ზემოთ პირების ვაქცინაციის გადაწყვეტილებას 1 ოქტომბრამდე მიიღებენ - გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, 12 წელს ზემოთ მოზარდების ვაცინაციასთან დაკავშირებით დასკვნას იმუნიზაციის სამეცნიერო კომიტეტი მომავალ კვირაში გამოიტანს.
„12 წელს ზემოთ მოზარდებში ვაქცინაციის პროცესზე იმუნიზაციის სამეცნიერო კომიტეტის დასკვნა მომავალ კვირაში უნდა იყოს. ამის მიხედვით გადავწყვეტთ საყოველთაოდ შევთავაზებთ თუ ბავშვების გარკვეულ ჯგუფებს“, - განაცხადა გამყრელიძემ.