რამდენ სკოლაში, ბაღსა და უნივერსიტეტში ჩატარდება არჩევნები და მოახდენს თუ არა გავლენას სწავლის განახლებაზე 
30-09-2021
2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. საარჩევნო უბნები სხვადასხვა ტიპის დაწესებულებებში თავსდება მათ შორის: სკოლებში, ბაღებში, უნივერისტეტებსა და კოლეჯებში. 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის, ცესკოს მონაცემებით თვითმმართველობის არჩევნების ჩასატარებლად გამოყენებული იქნება 2081 სკოლის შენობა, 615 - საბავშვო ბაღის, 15-კოლეჯის და 18 - უნივერსიტეტის. 

როგორც წესი, იმ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სადაც საარჩევნო უბნები ეწყობა, სწავლა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ან დისტანციურ რეჟიმში გადადის ან წყდება, რათა შენობაში მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდეს. იმის გამო, რომ წელს სწავლა ისედაც დისტანციურად დაიწყო და 4 ოქტომბერს ბრუნდებიან ბავშვები საკლასო ოთახებში, საინტერესოა,  2 ოქტომბრის არჩევნები დასწრებით სწავლებას ხომ შეაფერხებს, მით უმეტეს, რომ არჩევნების დასრულების შემდგომ ყველა საარჩევნო უბანზე სრული დეზინფექცია უნდა ჩატარდეს.

საკითხის გადამოწმება კომპეტენტურ უწყებებთან ვცადეთ, სადაც გვიპასუხეს, რომ არჩევნები არც სასწავლო და არც სააღმზრდელო პროცესს ხელს არ შეუშლის. 

იხილეთ სია, რომელი სკოლები, უნივერისტეტები, ბაღები და შენობები იქნება არჩეული საარჩევნო უბნებად გამოყენებული 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203