ზესტაფონის კერძო სკოლა „ორნატის“ მოსწავლემ კრივის საქალაქთაშორისო ტურნირზე პირველი ადგილი დაიკავა
ზესტაფონის კერძო სკოლა „ორნატი"-ს მოსწავლემ და ახალგაზრდა მოკრივემ, გოგიტა ჩუბინიძემ კრივის საქალაქთაშორისო ტურნირში პირველი ადგილი დაიკავა.
გოგიტა ჩუბინიძე VI კლასის მოსწავლეა. მან შეჯიბრებაში 30 კგ კატეგორიაში იასპარეზა და საპატიო პირველი ადგილის დაკავება შესძლო.
სკოლა „ორნატი“ ულოცავს გოგიტას გამარჯვებას და კარიერაში წარმატებას უსურვებს.
იხილეთ ფოტოები