პიპილეთის საჯარო სკოლაში „ეტალონის“ შესარჩევი ტური ჩატარდა
29-01-2018
ონის სკოლებში „ეტალონის“ შესარჩევი ტური ჩატარდა.

„ეტალონის“ პირველი ტურის ორგანიზებაში რესურსცენტრისა და სკოლების წარმომადგენლები იყვნენ ჩართულები.

ტესტირების დღესთან დაკავშირებით, ონის ყველა სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული.

ტესტირება სკოლებში „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა.

მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებს სხვადასხვა ტესტი დაურიგდათ. 

შესარჩევ ტურში პიპილეთის საჯარო სკოლიდან ხუთი მოსწავლე იყო ჩართული, აქედან ოთხმა ნახევარფინალში გამსვლელი ქულის დაგროვება შეძლო.  

სკოლა ულოცავს მოსწავლეებს და მომავალშიც წარმატებებს უსურვებს. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203