რომელი საგნის პედაგოგისთვის არაა აუცილებელი უმაღლესი განათლება?
16-10-2021

სკოლაში მასწავლებლად რომ დასაქმდეთ და სტატუსი მოიპოვოთ, ამისთვის შესაბამისი განათლება და პედაგოგისთვის განკუთვნილი გამოცდის ჩაბარებაა საჭირო. სხვადასხვა საგნის სწავლებისთვის განსხვავებული ცოდნაა საჭირო, თუმცა პედაგოგიური უნარების ფლობა ყველა მასწავლებელს მოეთხოვება.

მასწავლებლად დასაქმებისთვის უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი აუცილებელია, თუმცა არსებობს გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც კონკრეტული საგნის პედაგოგს არ მოეთხოვება უმაღლესი განათლება და პროფესიული ცოდნაც საკმარისია.

სკოლაში საბაზო/საშუალო საფეხურის სახელოვნებო ან სასპორტო საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:

  • უნდა ჰქონდეს სრული ზოგადი განათლება;
  • უნდა ჰქონდეს შესაბამისი სახელოვნებო ან სასპორტო უმაღლესი განათლება ანდა სასპორტო პროფესიული განათლება და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გავლილი უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა.

ასევე, სკოლაში სამხედრო საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:

  • უნდა ჰქონდეს სრული ზოგადი განათლება;
  • უნდა ჰქონდეს შესაბამისი სამხედრო განათლება და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გავლილი უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა.
იხილეთ ასევე: 2023 წლამდე მასწავლებლად დასაქმება ნებისმიერს შეუძლია - რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლობის მსურველი?
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203