ბაღში ბავშვებმა პირბადე უნდა ატარონ? - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტება
02-10-2021

4 ოქტომბერს სკოლები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები და საბავშვო ბაღები პირისპირ რეჟიმში განაახლებენ სწავლებას. განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის თქმით, სკოლებში პირბადის ტარება, გარდა უფროსკლასელებისა, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვისაც  გახდება სავალდებულო. რაც შეეხება ბაღის აღსაზრდელებს, თამარ გაბუნიას განცხადებით, მათთვის სამედიცინო ნიღბის ტარება აუცილებელი არ არის:

„ბაღებში მცირე ასაკის ბავშვები პირბადით ვერ იქნებიან, რადგან მათ ეს ვალდებულება არ აქვთ, მაგრამ სხვა დანარჩენი წესი, რაც ბაღებთან მიმართებაში აქამდე იყო, ძალაში რჩება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203