2017-2018 სასწავლო წლის მეორე სემესტრს საჩხერის N1 საჯარო სკოლა ახალი რესურს-ოთახითა და ინგლისური ენის კაბინეტით შეხვდა
30-01-2018
2017-2018 სასწავლო წლის მეორე სემესტრის დასაწყისს საჩხერის N1 საჯარო სკოლა მნიშვნელოვანი სიახლეებით შეხვდა.

პირველი ასეთი სიახლე სკოლაში ინგლისური ენის კაბინეტის გახსნა იყო, რომელიც ინგლირსური ენის პედაგოგისა და მშვიდობის კორპუსის მოხალისე, რიჩარდ ჰენსენის თანამშრომლობით, Peace Corps-ისა და USAID-ის მხარდაჭერით გაიხსნა. 

ამ ფაქტთან დაკავშირებით საჩხერის სკოლას საქართველოში მშვიდობის კორპუსის დირექტორი - სტეფ სმიტი და განათლების პროგრამის ხელმძღვანელი - თეო ნეფარიძე, USAID-ის წარმომადგენლთან, ჩაკ იესოლისტთან ერთად ესტუმრნენ. მათ კაბინეტი საზეიმო ვითარებაში გახსნეს. 

ღონისძიებაზე სასწავლო აქტივობებთან ერთად ქართული და ამერიკული სიმღერები და ცეკვები შესრულდა.მოსწავლეებმა საქართველოსა და ამერიკის მეგობრობის თემაზე პატარა ინსცენირებაც მოაწყვეს. 

მეორე მნიშვნელოვანი სიახლე კი, რომელიც საჩხერის სკოლაში პირველი სემესტრის განმავლობაში განხორციელდა ინკლუზიური განათლების კუთხით გადადგმული ნაბიჯები იყო. ინკლუზიური განათლების ხელშეწყობისთვის სკოლას სათანადოდ აღჭურვილი რესურს ოთახიც შეემატა, სადაც პედაგოგი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან ერთად მუშაობას ოპტიმალურად ახერხებს.  

სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სპეც-პედაგოგის ნაყოფიერი მუშაობისა და სსსმ მოსწავლეთა სრულყოფილი ინტეგრაციისა და ადაპტაციისათვის უმნიშვნელოვანესი იყო სათანადოდ აღჭურვილი რესურს-ოთახის არსებობა. 

ოთახი სრულად აკმაყოფილებს ესგ-ით განსაზღვრულ მოთხოვნებს. ფაქტთან დაკავშირებით სკოლას მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლის სპეც-პედაგოგები მოსწავლეებთან ერთად ესტუმრნენ და საჩხერის N1 სკოლას საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203