ზედა ბზვანის საჯარო სკოლის მოსწავლეები ბზის უნიკალურ მცენარეს საკუთარი ძალებით ამრავლებენ
30-01-2018
უნიკალური მცენარის, ბზის განადგურებასთან და გადაშენებასთან საბრძოლველად ზედა ბზვანის საჯარო სკოლამ ერთგვარი აქცია ჩაატარა.

ზედა ბზვანის სკოლის მოსწავლეებმა ბზის ნერგები შეიძინეს და თითოეულმა მცენარე საკუთარი სახლის ტერიტორიაზე დარგო.  

ბზის ურიცხვი რაოდენობის გამო წოდებულ სოფელ ბზვანში ამჟამად ზედა ბზვანის მოსწავლეები, საკუთარ სახლებში, უკვე 3-4 ნერგ ბზას უვლიან და მათ გაშენებაზე ზრუნავენ.  

ამასთან ბიომრავალფეროვნების ხელშეწყობისთვის, ბზვანის სკოლის მოსწავლეებმა სკოლის ტერიტორიაზე ხეხილის ხეივანის გაშენებაც გადაწყვიტეს. მათ უკვე შეიძინეს ხილის ნერგები და უახლოეს მომავალში ნერგები სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაირგვება.

იხილეთ ფოტოები



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203