ღურტის საჯარო სკოლაში ექიმი, მწერალი, პოეტი და პუბლიცისტი, ლევან გელაძე გაიხსენეს
30-01-2018
ღურტის საჯარო სკოლაში ნიჭიერი ექიმის, მწერლის, პოეტისა და საზოგადო მოღვაწის, ლევან გელაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართეს. 

ლევან გელაძის 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით თანასოფლელებმა და თანასკოლელებმა მისი შემოქმედება - პოეზია, პროზა, პუბლიცისტიკა კიდევ ერთხელ გააცოცხლეს და მის მამულიშვილობაზე ისაუბრეს. 

„მწვანე აკვანი“  „მზე მამულში,“ „ღვინის წყარო,“ „მარად სულში მიზიხარ“ „ერთი მგონიერი სიტყვა“ - ლევან გელაძის შემოქმედება მისი ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი კადრების ფონზე ჟღერდა. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203