„ანიმაციები PowerPoint-–ში“ - ღურტის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საკუთარი შესაძლებლობები გამოავლინეს
„ანიმაციები PowerPoint-–ში“ - ღურტის საჯარო სკოლის ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პედაგოგმა, მზია იაკობიძემ მეექვსე კლასში საინტერესო გაკვეთილი ჩაატარა. გაკვეთილს შეფასების ჯგუფის წევრები ესწრებოდნენ.
გაკვეთილის მიზანი საპრეზენტაციო პროგრამაში სლაიდებისა და სლაიდების ობიექტების ანიმაციის შესწავლა, ასევე საჭირო ობიექტების ადეკვატური გამოსახვის შესაძლებლობების გაცნობა იყო.
„ანიმაციები PowerPoint-–ში“ გაკვეთილის მსვლელობის დროს, მრავალფეროვანი აქტივობებით პედაგოგმა გეგმით განსაზღვრული შედეგი შეასრულა და შეფასების ჯგუფმა ის, საინტერესოდ,სახალისოდ და ინტერაქტიულად შეაფასა. მათი თქმით, გაკვეთილი მიზანთან შესაბამისი იყო და გამოყენებული იყო ყველა შესაბამისი სწავლების მეთოდი, ორგანიზების ფორმები და შეჯამების სტრატეგიები.
იხილეთ ფოტოები