ღურტის საჯარო სკოლაში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საგანში ღია გაკვეთილი ჩატარდა
26-01-2018
ღურტის საჯარო სკოლის ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებელმა, მზია იაკობაძემ სტანდარტული გაკვეთილი მე-5 კლასში, თემაზე: ფაილი და საქაღალდე ჩაატარა, რომელსაც შიდა შეფასების ჯგუფის წევრები ესწრებოდნენ.

გაკვეთილის მიზანი მოსწავლის მიერ მოწყობილობაში მონაცემთა შენახვის იერარქია ( ფაილი, საქაღალდე, ქვესაქაღალდე) გაცნობიერება იყო. მოსწავლეებს უნდა დაეჯგუფებინათ ფაილები საქაღალდეებში, საქაღალდეები კი ქვესაქაღალდეებში. 

მათ გააზრებულად შეასრულეს დავალებები და საქაღალდეებსა და ქვესაქაღალდეებს შესაბამისი სახელები მიანიჭეს, რაც მათ ლოგიკურად დალაგებასა და მონაცემთა ეფექტიანად შენახვას უწყობს ხელს.

მოსწავლეებმა პრაქტიკაში განახორციელეს თეორიული ცოდნა და შეძლეს გაერჩიათ ფაილები ტიპების მიხედვით - ტექსტური, გრაფიკული, ვიდეო და აუდიო. 

დაკვირვების ჯგუფის შეფასებით მოსწავლეები კარგად შეძლებენ სამომავლოდ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203