დავითიანის საჯარო სკოლა და ცოდნისკარის საჯარო სკოლა ერთმანეთს სპორტულ შეჯიბრებაში დაუპირისპირდნენ
დავითიანის საჯარო სკოლისა და ცოდნისკარის საჯარო სკოლის მეგობრობის ფარგლებში, სკოლებს შორის „მხიარული სტარტები“ გაიმართა.
შეჯიბრი სკოლებში ტრადიციულად წელიწადში ორჯერ ტარდება. პირველი თამაში გაზაფხულზე, მეორე კი შემოდგომაზე იმართება.
დავითიანისა და ცოდნისკარის სკოლებს შორის სპორტულმა შეჯიბრებამ ხალისიანად და აზარტულად ჩაიარა. შეჯიბრის დასასრულს მონაწილეები სიგელებით დაჯილდოვდნენ.
იხილეთ ფოტოები