4 სექტემბერს საქართველოს კერძო და საჯარო სკოლებში სწავლა განახლდება. საგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხოების მიზნით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პედაგოგებს აცრებისკენ მოუწოდებს, პარალელურად კი, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მასწავლებლები ორკვირიანი შუალედის მაგივრად, კოვიდტესტებს ყოველკვირას ჩააბარებენ.
სწრაფი და PCR ტესტი უფასო იქნება როგორც აცრილი მასწავლებლებისთვის, ასევე აუცრელებისთვის და ტესტს ყოველ ჯერზე სკოლის პერსონალის დაახლოებით 20%-ს გაუკეთებენ.
ინფორმაცია განათლების სამინისტროში გადავამოწმეთ, სადაც გვითხრეს, რომ პედაგოგებს კოვიდტესტირებასთან დაკავშირებული კითხვებით შეუძლიათ მიმართონ სკოლის ადმინისტრაციას. რადგან დირექტორი ეუბნება, რომ 5 დღეში ერთხელ უნდა დაიტსესტონ, ესე იგი, ასეა.
აქამდე ბევრჯერ ითქვა, რომ აუცრელი მასწავლებლებისთვის კოვიდტესტირება ფასიანი გახდებოდა, თუმცა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განმარტებით, ამ მხრივ არაფერი შეცვლილა და პედაგოგებს კოვიდტესტებში თანხის გადახდა არ მოუწევთ.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მასწავლებლების დაახლოებით 65% ვაქცინირებულია, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად პედაგოგებთან საინფორმაციო შეხვედრებს მართავს და მათ აცრებისკენ მოუწოდებს. ცენტრი ასევე მოუწოდებს მოსწავლეთა მშობლებს, რომ ჩაიტარონ ვაქცინაცია და შვილები ვირუსისგან დაიცვან.