დავითიანის საჯარო სკოლის საახალწლო ღონისძიება საკონკურსო ხასიათს ატარებდა
12-01-2018
დავითიანის საჯარო სკოლაში საახალწლო ღონისძიება ჩატარდა და მასში მონაწილეობა სკოლის ყველა კლასის მოსწავლემ მიიღო. 

ღონისძიება საკონკურსო ხასიათის იყო. თითოეულ კლასს ევალებოდა რონისძიებაზე ერთი ქვეყანა წარმოედგინა, თავისი კულტურით, საახალწლო ტრადიციებითა და საახალწლო სუფრით. მათი შეფასება კი ამ საკითხების ირგვლივ სხვადასხვა კრიტერიუმით მოხდა. 

მოსწავლეებმა ქვეყნები - საქართველო, რუსეთი, ესპანეთი, ინდოეთი და ბრაზილია წარმოადგინეს. 

საახალწლო კონკურსში გამარჯვება დავითიანის საჯარო სკოლის მერვე კლასმა მოიპოვა. მათ მიერ წარმოდგენილი ქვეყანა ესპანეთი იყო.  

იხილეთ ფოტოები



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203