პედაგოგებმა სკოლის ადმინისტრაციას დოკუმენტი უნდა წარუდგინონ - როგორ შეძლებთ ონლაინ-გაკვეთილების ჩატარებას
01-10-2021
განათლებისა და მეცნიერების სამიისტრო დისტანციური ფორმატის არჩევის უფლება, მოსწავლეებთან ერთად, მასწავლებლებსაც აქვთ, თუმცა გარკვეული პირობის სანაცვლოდ. მართალია, თავის დროზე მიხეილ ჩხენკელმა თქვა, რისკჯგუფში მყოფი მასწავლებლები ონლაინ იმუშავებდნენ და ყველას ეგონა, ამ კატეგორიას პორტალზე რეგისტრაციის შესაძლებლობა მიეცემოდა, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა.
საკითხის გასარკვევად განათლების სამინისტროს მივმართეთ, სადაც გვიპასუხეს, რომ გაკვეთილების დისტანციურად ჩატარების უფლება რისკჯგუფში მყოფ მასწავლებლებს აქვთ, თუმცა მოსწავლეებისგან განსხვავებით, ამისთვის შესაბამის პორტალზე რეგისტრაცია არ მოუწევთ.
როგორ განათლების სამინისტრო აღნიშნავს, რისკჯგუფში მყოფმა მასწავლებლებმა სკოლის ადმინისტრაციას უნდა მიმართონ და წარუდგინონ სამედიცინო დოკუმენტი. რის შემდეგაც თავად სკოლა გადაწყვეტს, გაუშვას თუ არა მასწავლებელი დესტანციურ ფორმატზე.