სკოლა 9-ის ნახევრიდან დაიწყება - რამდენწუთიანია გაკვეთილები ახალი პროტოკოლით
03-10-2021
დასწრებითი სწავლება საქართველოს სკოლებში 4 ოქტომბერს იწყება. მანამდე კი სკოლებმა განახლებულ8ი რეკომენდაციები მიიღეს, სადაც დეტალურადაა გაწერილი რეგლამენტი სასწავლო პროცესის ორგანიზებასთან დაკავშირებით საჯარო და კერძო სკოლებისთვის.

კლასებში, სადაც მოსწავლეთა რაოდენობასა და საკლასო ფართს შორის თანაფარდობა შეესაბამება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს, შესაძლებელია სასწავლო პროცესი წარიმართოს ჩვეულ რეჟიმში;

  1. სკოლას აქვს შესაძლებლობა თავად განსაზღვროს:
  • გაკვეთილის ხანგრძლივობა (30-45 წუთიანი გაკვეთილები);
  • საგაკვეთილო პროცესის დაწყების დრო (8:30, 8:45, 9:00 ...) საფეხურების/კლასების მიხედვით;
  • სასწავლო პროცესს მოარგოს შესვენება;
  • მოქნილად დააორგანიზოს ცვლები;
  • სკოლამ მოსწავლეების უსაფრთხოების მიზნით, სკოლის ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით უნდა დაგეგმოს შერეული სწავლების საკუთარი მოდელი (შერეული სწავლება საგნების, კლასების, პარალელების მიხედვით);
  • სასწავლო პროცესის დაგეგმვისას, სკოლის ინფრასტრუქტურული შესაძლებლობებიდან გამომდინარე, სკოლების განტვირთვის მიზნით, შესაძლებელია ონლაინ სწავლების დღედ გამოყენებული იქნას შაბათი დღე.ასევე, დასაშვებია, შაბათი დღის გამოყენება დასწრებით სწავლებისთვის;
  • საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია ერთცვლიანი სკოლები გადავიდნენ რამდენიმეცვლიან მოდელზე და სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეებმა სკოლაში იარონ ცვლების მიხედვით .

გასათვალისწინებელია, რომ შერეული მოდელის დაგეგმვისას I-IV კლასის მოსწავლეებისთვის სავალდებულოდ განისაზღვროს ფიზიკურად სასკოლო სივრცეში გაკვეთილების ჩატარება; შერეული სწავლების მოდელი, შეთანხმებული უნდა იყოს საგანმანათლებლო რესურსცენტრთან.  აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე არსებული სკოლების მიერ დისტანციური სწავლების ჰიბრიდული მოდელის არჩევასთან დაკავშირებით განცხადების წარდგენა და გადაწყვეტილების მიღება ხდება განათლების სფეროში უფლებამოსილი შესაბამისი სამინისტროების მიერ.

სკოლამ, დასწრებით სწავლების დაწყებისთანავე უნდა უზრუნველყოს ინდივიდუალური/ჯგუფური მუშაობა იმ მოსწავლეებთან, რომლებიც არ/ვერ ერთვებოდნენ დისტანციურ სწავლებაში ან ჰქონდათ სირთულეები დისტანციური სწავლების პროცესში და მასწავლებლის მიერ იდენტიფიცირებულია მოსწავლესთან დამატებითი მუშაობის საჭიროება. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად სკოლა აორგანიზებს ჯგუფებს დამატებითი მუშაობისთვის. ზოგიერთ მოსწავლესთან/მოსწავლეებთან დამატებითი სერვისის მისაწოდებლად შესაძლებელია, გამოიყენონ უქმე დღეებიც.

იხილეთ ასევე:

რა დაევალათ სკოლებს ახალი რეკომენდაციების მიხედვით
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203