დღეს საქართველოში ადგილობრივი თვითთმართველობის არჩევნებია და მერობისთვის საქართველოს მასშტაბით 239 კანდიდატი იბრძვის. საარჩევნო უბნები გახსნილია როგორც სხვადასხვა დაწესებულებაში, ასევე სკოლებში, ბაღებსა და უნივერსიტეტებში.
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის, ცესკოს მონაცემებით თვითმმართველობის არჩევნების ჩასატარებლად გამოყენებული იქნება 2081 სკოლის შენობა, 615 - საბავშვო ბაღის, 15-კოლეჯის და 18 - უნივერსიტეტის.