ყარაჯალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კონკურსში „გენდერული თანასწორობა სპორტსა და ფიზიკურ აქტივობაში“ წარმატებას მიაღწიეს
30-01-2018
ყარაჯალის საჯარო სკოლამ კონკურსში „გენდერული თანასწორობა სასკოლო სპორტსა და ფიზიკურ აქტივობაში“ მიიღო მონაწილეობა. 

მოსწავლეებმა კონკურსის ფარგლებში ცნობილი ქართველი სპორტსმენის, მოციგურავე, ელენე გედევანიშვილის შესახებ შექმნილი საკონკურსო თემა წარადგინეს. ამ თემით სკოლა მოსწავლეთა შემეცნებითი კონკურსის ბოლო ეტაპზე გავიდა და გამარჯვებული სკოლების ხუთეულში მოხვდა.

დასკვნით ღონისძიებაზე ყარაჯალის სკოლამ პრეზენტაცია წარმოადგინა და მეორე ადგილი დაიკავა. პრეზენტაციის ავტორები მე-11 კლასის მოსწავლეები : ჯამეი მამედოვი და ნიზამი ისაევი იყვნენ. 

მოსწავლეები და მასწავლებელი დიპლომებითა დასამახსოვრო პრიზებით დაჯილდოვდნენ.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203