თამარიანის საჯარო სკოლაში ღია გაკვეთილი „იას დაბადება“ ჩატარდა. ღია გაკვეთილის ხელმძღვანელი კლასის დამრიგებელი, მაია კოთაშვილი იყო.
ღია გაკვეთილს სკოლის დირექციასთან ერთად, მოსწავლეების მშობლებიც ესწრებოდნენ. ბავშვებმა საანბანო პერიოდი გაიხსენეს და პედაგოგმა ასობგერა ი-სა და ა-ს ახსნის დემონსტაციაც მოახდინა.
გაკვეთილის დასასრულს მასწავლებელმა ორი აქტივობა გამოიყენა, რამაც მოსწავლეებში სწავლის მოტივაციის ამაღლება გამოიწვია.
გაკვეთილი დადებითად წარიმართა და მას დირექციის და მშობლების დიდი მოწონება მოჰყვა.
იხილეთ ფოტოები