24 ათასამდე მოსწავლე დისტანციურ სწავლებაზეა
04-10-2021

სასწავლო პროცესი დღეს ყველა საჯარო სკოლაში დასწრებით რეჟიმში განახლდა და მოსწავლეები სკოლებს დაუბრუნდნენ, თუმცა მათი ნაწილი სწავლას კვლავ დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს. მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ etaloni.ge - სთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, დისტანციურ სწავლებაზე 23 ათასზე მეტი მოსწავლე დარჩა.

განათლების სამინისტროს მიერ შეთავაზებული ალტერნატივით, რომელიც სურვილის შემთხვევაში დისტანციურ სწავლებაზე დარჩენას ითვალისწინებდა 23 994-მა მოსწავლემ ისარგებლა, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული მოსწავლეები სწავლას კვლავ ონლაინ მოდელით გააგრძელებენ. რაც შეეხება მასწავლებლებს - როგორც სისტემაში გვითხრეს, აღნიშნულის შესახებ ერთიანი მონაცემები არ აქვთ, ამას სკოლები თავად არეგულირებენ, ვინაიდან მათ დისტანციურად სწავლების ასარჩევად სისტემაში რეგისტრაცია არ სჭირდებათ. რისკგუფში  მყოფმა მასწავლებლებმა ონლაინ აკვეთილების ჩატარებისთვის სკოლის ადმინისტრაციას უნდა მიმართონ და წარუდგინონ სამედიცინო დოკუმენტი.

აქვე შეგახსენებთ, რომ 2021-2022 სასწავლო წელს კერძო და საჯარო სკოლებში 624 132 მოსწავლე ირიცხება, მათგან 23 994 კი სწავლას კვლავ დისტანციურად განაგრძობს.

იხილეთ: დისტანციური სწავლის არჩევა ხუთშაბათობით შეგეძლებათ - ვადები და დეტალები

პედაგოგებმა სკოლის ადმინისტრაციას დოკუმენტი უნდა წარუდგინონ - როგორ შეძლებთ ონლაინ-გაკვეთილების ჩატარებას

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203