„ადამიანის ევოლუციური თეორია“ და „ქართული დამწერლობის განვითარების ისტორიოგრაფია“ ეს ის თემებია, რომლებიც მუხურის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საკონფერენციოდ წარმოადგინეს. „ადამიანის ევოლუციური თეორია“ VI კლასის, „ქართული დამწერლობის განვითარების ისტორიოგრაფია“ კი IX კლასის ნამუშევარია.
აქტიობის მეორე ეტაპი 6 თებერვალს გაიმართება, გამარჯვებულ გუნდს ჟიური გამოავლენს, რომელიც გამარჯვებული გუნდის წევრებს ქაბის სიგელებს გადასცემს. კონფერენციის ორგანიზატორი სკოლის დირექციაა.
იხილეთ ფოტოები