წინასაახალწლოდ რუსთავის კერძო სკოლა „საუნჯეს“ მოსწავლეებმა საქველმოქმედო აქცია გამართეს
04-01-2018

წინასაახალწლოდ რუსთავის კერძო სკოლა „საუნჯეს“ მოსწავლეებმა საქველმოქმედო აქცია გამართეს. აქციაში მონაწილეობა სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა მიიღეს.

მოსწავლეებმა საკუთარი ხელით საახალწლო საჩუქრები დაამზადეს და რუსთავის მერთან, ირაკლი ტაბაღუასთან, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ლევან ონიანთან, ილია ჭავჭავაძის სახელობის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარ-დეპუტატ, გრიგოლ ვეფხვაძესთან და მერის წარმომადგენელ, დავით ხაჩიძესთან ერთად, მარტოხელა პენსიონერები მოინახულეს. 

მოსწავლეებმა მათ ახალი წელი მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203