საგანმანათლებლო დაწესებულებებში შესასვლელად შესაძლოა, „მწვანე საშვი“ გახდეს საჭირო - გაბუნია
05-10-2021

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ, აღნიშნა, რომ ვაქცინაცია სავალდებულო არ გახდება არც ერთი ჯგუფისთვის, თუმცა საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და გასართობ ადგილებში პირები შესაძლოა, „მწვანე საშვით“ დაუშვან, სადაც აღწერილი იქნება ინფორმაცია პირის ეპიდუსაფრთხოების სტატუსს შესახებ.

„სავალდებულო ვაქცინაცია პირდაპირი გზით პაციენტის შესახებ უფლებების კანონს ეწინააღმდეგება, რადგან სამედიცინო ინტერვენცია შეიძლება შესრულდეს მხოლოდ პაციენტის ნებართვით და გადაწყვეტილებით, მიუხედავად იმისა, თუ რა არის განსაზღვრული საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში.

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ვალდებულებებზე, საქმე შეეხება არაპირდაპირ მოთხოვნებს ვაქცინაციის ან პისიარ ტესტის ან გადატანილი მდგომარეობის შესახებ სტატუსთან მიმართებაში. აქ არის საუბარი, ისევ „მწვანე საშვის“ შესახებ კონცეფციაზე, რამდენად გასართობ ღონისძიებებზე, საგანმანათლებლო დაწესებულებებში იქნება მოთხოვნა, იმაზე რომ პირი იქ მივიდეს, იმ დამადასტურებელი დოკუმენტით, რომელიც აღწერს მისი ეპიდუსაფრთხოების სტატუსს. ამაზეა საუბარი და არა იმაზე, რომ რაღაც ეტაპზე შესაძლოა, ვაქცინა გახდეს სავალდებულო რომელიმე ჯგუფისთვის“, - აღნიშნა გაბუნიამ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203