მასწავლებლების ხელფასი 100 ლარით გაიზრდება
06-10-2021

სტატუსის მქონე მასწავლებლებისთვის 2022 წლის იანვრიდან, სახელფასო დანამატის 100 ლარით ზრდა არის გათვალისწინებული, 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი პროექტის მიხედვით. აღნიშნულისთვის 79.4 მლნ ლარია განსაზღვრული

ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, სკოლების დაფინანსება 975 მლნ ლარი იქნება, რაც წინა წელთან შედარებით  79.4 მლნ. ლარით მეტი იქნება. ხოლო ზოგადი განათლების დაფინანსება 1 145.0 მლნ ლარითაა განსაზღვრული.

რაც შეეხება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსებას, ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2022 წელს 1 637.5 მლნ ლარითაა განსაზღვრული, რაც 2021 წლის დამტკიცებულ ასიგნებას 112.7 მლნ ლარით აღემატება.

იხილეთ ასევე:
მასწავლებლების შემოსავალი იანვრიდან იზრდება -  პენსია 20-25 ლარით იმატებს

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203