ჩიხარეშის საჯარო სკოლის მოსწავლეები „ეტალონის“ წარმატების მოწმობებით დაჯილდოვდნენ
ჩიხარეშის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, საქართველოს ინტელექტ-ჩემპიონატში მიღწეული წარმატებისთვის, „ეტალონის“ წარმატების მოწმობები გადაეცათ.
ჩიხარეშის საჯარო სკოლიდან მოწმობები ხუთ წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცა.
შეგახსენებთ, ლენტეხის მუნიციპალიტეტში „ეტალონის“ ინტელექტ-შეჯიბრი 18 იანვარს გაიმართა.
„ეტალონი“ 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“.