სერტიფიცირებული მასწავლებლები სრული დატვირთვის შემთხვევაში დანამატს იღებენ. დანამატის თანხა ბევრად მიმზიდველია, ვიდრე საათობრივად მიღებული ანაზღაურება. სწორედ ამიტომ, სერტიფიცირებული მასწავლებლები ცდილობენ, ჰქონდეთ საათების მაქსიმალური რაოდენობა და მიიღონ სტატუსის დანამატი.
სერტიფიცირებულ პედაგოგებში გაჩნდა კითხვა, რომ ასწავლონ სხვა საგანი, რომელშიც გამოცდა არ ჩაუბარებიათ (მაგალითად სერტიფიცირებულია ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მაგრამ აიღოს სამოქალაქო განათლების საათები) მიიღებენ თუ არა დანამატს.
სტატუსის დანამატი მასწავლებელს მხოლოდ იმ საგნის სწავლებისას ეძლევა, რომელშიც კომპეტენცია დაადასტურა. თუ უფროსი პედაგოგი ასწავლის განსხვავებულ საგანს, რომლის კომპეტენციაც მას არ დაუდასტურებია, ამ შემთხვევაში ის მხოლოდ საათობრივ ანაზღაურებას მიიღებს, დანამატის გარეშე.
რაც შეეხება სტატუსის დანამატებს, დღევანდელი მდგომარეობით უფროსი მასწავლებლისთვის განსაზღვრულია 570 ლარი; წამყვანი მასწავლებლისთვის - 950 ლარი; მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლისთვის კი - 1250 ლარი. იანვრიდან კი პედაგოგთა ანაზღაურება კიდევ 100 ლარით გაიზრდება.
იხილეთ ასევე: მასწავლებლების ხელფასი 100 ლარით გაიზრდება