თბილისში 14 საბავშვო ბაღი კორონავირუსის გამო დაიკეტა
07-10-2021

კორონავირუსის შემთხვევების გამო თბილისის მასშტაბით 14 საბავშვო ბაღია დაკეტილი. ამის შესახებ თბილისის ბაღების მართვის სააგენტოდან აცნობეს.

სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის არ მუშაობს შემდეგი საბავშვო ბაღები:N100, N72, N145, N45, N75, N86, N186, N15, N173, N38, N10, N74, N53, N135.

სააგენტოს ინფორმაციით 5 საბავშვო ბაღში აღსაზრდელი მასწავლებლის დაინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა, დანარჩენ შემთხვევებში კი ინფიცირებული ბაღის თანამშრომელია.

აღნიშნული ბაღები ეტაპობრივად 4, 5 და 6 ოქტომბერს დაიხურა და ყველა მათგანი მუშაობას 18 ოქტომბერს განაახლებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203