თუ სკოლაში მოსწავლეს ან მასწავლებელს COVID-19 უდასტურდება ? - დეტალური პროტოკოლი ჯანდაცვისგან
რა ხდება თუ სკოლაში მოსწავლეს მასწავლებელს ან სხვა თანამშრომელს COVID-19 უდასტურდება ? - ახალი რეგულაციების მიხედვით, ინფიცირების შემთხვევაში განისაზღვრება, მაღალი და დაბალი რისკის შემთხვევები. სკოლებს გაეგზავნათ ინსტრუქცია როგორ უნდა დადგინდეს კონტაქტში მყოფი პირები, ვინ გადადის თვითიზოლაციაში და ვინ იტესტება.
გაეცანით დეტალურ პროტოკოლს:
სკოლის მოსწავლის/მასწავლებლის/თანამშრომლის COVID-19-ით ინფიცირების დადასტურების შემთხვევაში, საზოგადიებრივი ჯანმრთელობის მუნიციპალური სამსახურიდან იდენტიფიცირებულ შემთხვევაზე მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე სკოლის ადმინისტრაცია:
- განსაზღვრავს ინფიცირებულთან ახლო კონტაქტში მყოფ პირებს მოსწავლეებს/მასწავლებლებს/თანამშრომლებს შორის და უზრუნველყოფს, რომ სამსახურში არ გამოცხადდნენ:
- მაღალი რისკის კონტაქტები ექვემდებარება თვითიზოლაციის (ან კარანტინის) რეჟიმს;
- დაბალი რისკის კონტაქტებს ეძლევა სასწავლო პროცესის გაგრძელების რეკომენდაცია ინფიცირებულთან კონტაქტის ბოლო დღიდან მომდევნო 12 დღის განმავლობაში ჯანმრთელობის თვითმონიტორინგის დაცვით (სამედიცინო პერსონალის საჭიროების გარეშე);
- მოსწავლეთა დაინფიცირების რისკი მინიმალურია იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელს გაკვეთილის მსვლელობისას სრულყოფილად ჰქონდა მორგებული პირბადე, იცავდა დისტანციას და ხდებოდა საკლასო ოთახის ბუნებრივი ვენტილაცია;
- კონტაქტირებულად ჩაითვლებიან მასწავლებლები/თანამშრომლები, რომლებთანაც ინფიცირებულს დახურულ სივრცეში, პირბადის გარეშე, 1 მეტრზე ნაკლები დისტანციით, 15 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში ჰქონდა კონტაქტი;
მოსწავლეთა და მასწავლებელთა დაინფიცირების რისკი მინიმალურია იმ შემთხვევაში, თუ დაავადებულს გაკვეთილის მსვლელობისას და შესვენებებზე სრულყოფილად ჰქონდა მორგებული პირბადე, იცავდა დისტანციას და ხდებოდა საკლასო ოთახის ბუნებრივი ვენტილაცია;საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მუნიციპალური სამსახურიდან, კონტაქტირებულთა თვითიზოლაციის/კარანტინის ვადების თაობაზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე,რესურს-ცენტრთან თანამშრომლობით იღებს გადაწყვეტილებას სასწავლო პროცესის გაგრძელების ფორმასთან დაკავშირებით;სკოლის სხვა თანამშრომლების (მანდატური, დარაჯი, ექიმი, დამლაგებელი და სხვ.) დაინფიცირების შემთხვევაშიც, მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურები უზრუნველყოფენმათთან მაღალი რისკის კონტაქტში მყოფი თანამშრომლების იდენტიფიცირებას და მათი თვითიზოლაციის/კარანტინის ხანგრძლივობის დაზუსტებას.
არ არის საჭირო ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი თანამშრომლების ტესტირება, თუ მათ იზოლაციის/კარანტინის პერიოდში COVID-19-ით ინფიცირების არც ერთი ნიშანი არ გამოუვლინდება.
ა) COVID-19-ით დაავადებულ პირთან/პირებთან მჭიდრო კონტაქტში მყოფი პერსონალი;
ბ) კონტაქტების მოსაძიელბლად ხელმძღვანელობს „კონტაქტირებული პირის“ განმარტებით (იხ. ცხრილი 1);
გ) მოსწავლის დაინფიცირების შემთხვევაში, კონტაქტირებულებად ჩათვლის ძირითადად თანაკლასელებს, ცალკეულ შემთხვევებში, სკოლის თანამშრომლებს, თუ: გადამდებლობის სარისკო პერიოდში (სიმპტომების დაწყებამდე 48 საათის განმავლობაში და შემდეგ; უსიმპტომო მიმდინარეობის შემთხვევაში, დიაგნოსტირებამდე 48 საათის განმავლობაში და შემდეგ):
ა) თანაკლასელებს - თუ დაავადებულს ან დაავადებულის თანაკლასელებს არ ეკეთათ პირბადე გაკვეთილების მსვლელობისას და შესვენებისას;
ბ) მასწავლებელს/ლებს - თუ კლასში არ ეკეთა პირბადე ან არ იცავდა მინიმუმ 1 მეტრის დისტანციას დაავადებული მოსწავლის მიმართ 15 წუთი და მეტი დროის განმავლობაში და რომელიმეს (მასწავლებელს ან დაავადებულ მოსწავლეს) არ ეკეთა ნიღაბი.
- მოსწავლეთა და მასწავლებელთა დაინფიცირების რისკი მინიმალურია იმ შემთხვევაში, თუ დაავადებულს გაკვეთილის მსვლელობისას და შესვენებებზე სრულყოფილად ჰქონდა მორგებული პირბადე, იცავდა დისტანციას და ხდებოდა საკლასო ოთახის ბუნებრივი ვენტილაცია;საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მუნიციპალური სამსახურიდან, კონტაქტირებულთა თვითიზოლაციის/კარანტინის ვადების თაობაზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე,რესურს-ცენტრთან თანამშრომლობით იღებს გადაწყვეტილებას სასწავლო პროცესის გაგრძელების ფორმასთან დაკავშირებით;
მასწავლებლის დაინფიცირების შემთხვევაში ითვალისწინებს, რომ:
- გადამდებლობის სარისკო პერიოდში (სიმპტომების დაწყებამდე 48 საათის განმავლობაში და შემდეგ; უსიმპტომო მიმდინარეობის შემთხვევაში, დიაგნოსტირებამდე 48 საათის განმავლობაში და შემდეგ) გაკვეთილების ჩატარებისას, კონკრეტული კლასის მოსწავლეები კონტაქტირებულად ჩაითვლებიან იმ შემთხვევაში, თუ:
ა) მასწავლებელი მოძრაობდა კლასში და არ იცავდა მინიმუმ 1 მეტრის დისტანციას თითოეული მოსწავლის მიმართ;
ბ) მასწავლებელს არასწორად ეკეთა ან საერთოდ არ ეკეთა პირბადე.
- მოსწავლეთა დაინფიცირების რისკი მინიმალურია იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელს გაკვეთილის მსვლელობისას სრულყოფილად ჰქონდა მორგებული პირბადე, იცავდა დისტანციას და ხდებოდა საკლასო ოთახის ბუნებრივი ვენტილაცია;
- კონტაქტირებულად ჩაითვლებიან მასწავლებლები/თანამშრომლები, რომლებთანაც ინფიცირებულს დახურულ სივრცეში, პირბადის გარეშე, 1 მეტრზე ნაკლები დისტანციით, 15 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში ჰქონდა კონტაქტი;
- სკოლის სხვა თანამშრომლების (მანდატური, დარაჯი, ექიმი, დამლაგებელი და სხვ.) დაინფიცირების შემთხვევაშიც, მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურები უზრუნველყოფენმათთან მაღალი რისკის კონტაქტში მყოფი თანამშრომლების იდენტიფიცირებას და მათი თვითიზოლაციის/კარანტინის ხანგრძლივობის დაზუსტებას.
მაღალი რისკის კონტაქტები ექვემდებარება თვითიზოლაციის (ან კარანტინის) რეჟიმს;
დაბალი რისკის კონტაქტებს ეძლევა სასწავლო პროცესის გაგრძელების რეკომენდაცია ინფიცირებულთან კონტაქტის ბოლო დღიდან მომდევნო 12 დღის განმავლობაში ჯანმრთელობის თვითმონიტორინგის დაცვით (სამედიცინო პერსონალის საჭიროების გარეშე);
არ არის საჭირო ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი თანამშრომლების ტესტირება, თუ მათ იზოლაციის/კარანტინის პერიოდში COVID-19-ით ინფიცირების არც ერთი ნიშანი არ გამოუვლინდება.