ახალი, 2021-2022 სასწავლო წლის დაწყების აღსანიშნავად Etaloni.ge-ს და მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციური პორტალი izrune.ge-ს ერთობლივი კონკურსი დასრულდა. კონკურსში 94 ფოტო მონაწილეობდა.
საკონკურსო ფოტოები
Etaloni.ge-ს
Facebook გვერდის სპეციალურ ალბომში განთავსდა
გამარჯვებულები გამოვლინდნენ Facebook-ზე მოწონებების მიხედვით და ასევე დასახელდნენ „ეტალონის“ და izrune.ge-ს შემოქმედებითი ჯგუფის რჩეულები:
კონკურსის გამარჯვებულების გამოვლენის ანუ, 11 ოქტომბრის 11:00 საათის მდგომარეობით კონკურსის სამეული შემდეგნაირად გამოიყურება:
პირველი ადგილი მოიპოვა კალისტრატე სალიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯგალის თემის საჯარო სკოლის ფოტომ - 551 მოწონება
V - კლასი: გიორგი კვარაცხელია; IV -კლასი: ერეკლე ხუბულია; III -კლასი: ქრისტინე ხუბულია; II -კლასი: ოთო ხუბულია;
მეორე ადგილზე გავიდა ალექსანდრა სახეიშვილი I კლასის მოსწავლე, სკოლა „გიმნაზია“ - 521 მოწონება
ხოლო, მესამე ადგილზე მარიამ ცეკვაშვილი, III კლასის მოსწავლე, ფოთის N15 საჯარო სკოლა - 402 მოწონება
Etaloni.ge-ს რჩეულები გახდნენ:
ანტო მანავლიშვილი, IV კლასის მოსწავლე, მარტყოფის N1 საჯარო სკოლა
მარიამ და ილია ქოჩქიანები II და III კლასის მოსწავლეები. მესტიის მუნიციპალიტეტის მულახის საჯარო სკოლა.
სანდრა თუთბერიძე, II კლასის მოსწავლე, წყალტუბოს N4 საჯარო სკოლა.
Izrune.ge-ს რჩეულები გახდნენ:
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იდლიანის საჯარო სკოლის I კლასი. სკოლის დირექტორი თეა ჭკადუა, კლასის დამრიგებელი მარინე ჭკადუა
მიშიკო ბერიძე , lV კლასი ბათუმის N4 საჯარო სკოლა
ელისაბედ ბართია, II კლასის მოსწავლე, ილია ჭავჭავაძის სახელობის ფოთის N5 საჯარო სკოლა
გამარჯვებულები სპეციალური დიპლომებით დაჯილდოვდებიან. შეგახსენებთ, რომ კონკურსი 15 სექტემბრიდან მიმდინარეობდა.
ასევე იხილეთ:
ჩემი პირველი სასწავლო დღე ! - Etaloni.ge კონკურსს იწყებს