გახანგრძლივდება თუ არა სასწავლო წელი პირველკლასელებისა და მათი მასწავლებლებისთვის
08-10-2021

სასწავლო წელი 15 სექტემბერს დისტანციურ ფორმატში დაიწყო. თუმცა მთავრობის გადაწყვეტილებით პირველი კლასის მოსწავლეებისთვის სწავლა 18 დღით გვიან - 4 ოქტომბერს, დასწრებითი ფორმატით, სკოლებში დაიწყო; აქედან გამომდინარე, გაჩნდა ლოგიკური ეჭვი, რომ შესაძლოა, სასწავლო წელი აღნიშნული მოსწავლეებისთვის გახანგრძლივდეს და საკითხის გარკვევა განათლების სამინისტროსთან გადავწყვიტეთ.

გადაწყვეტილების მიზეზად განათლების სამინისტრო, ბავშვების საუკეთესო ინტერესები დაასახელა, რომელიც უწყების განმარტებით „ეფუძნება პედაგოგიკურ მოსაზრებას, რომლის თანახმად პირველკლასელთა პირველი სასკოლო გამოცდილება უმჯობესია წარიმართოს საკლასო გარემოში, თანაკლასელებისა და მასწავლებლების გარემოცვაში“.

სიახლეს მშობლებიც, პედაგოგებიცა და განათლების სფეროს წარმომადგენლებიც ერთხმად მიესალმნენ და აღნიშნეს, რომ გადაწყვეტილება სწორი იყო, ბავშვებისთვის, რომლებიც სასკოლო ცხოვრებებას ახლა იწყებენ, ონლაინ-ფორმატთან შეგუება რთული და იქნებოდა, მაგრამ აქ ყველას გამორჩა ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი - პირველი კლასის მოსწავლეებს სასწავლო წელი თითქმის სამი კვირით შეუმცირდათ.

2021-2022 სასწავლო წელის პერიოდი კანონდმებლობით არის გათვალისწინებული და მასზეა მორგებული ეროვნული სასწავლო გეგმაც, რომელიც მოსწავლეებმა უნდა დაძლიონ. პირველი კლასის მოსწავლეებს კი ესგ-ს მიხედვით განსაზღვრული მიზნების მიღწევა შემცირებული სასწავლო პერიოდში მოუწევთ, ვინაიდან, განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ პირველკლასელებმა 4 ოქტომბერს დაიწყეს სწავლა, სასწავლო წელს 27 მაისს დაასრულებენ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203