ბაღების თანამშრომლები, სკოლის პედაგოგებისგან განსხვავებით, მხოლოდ 14 დღეში ერთხელ გაიტესტებიან
საბავშვო ბაღის აღმზრდელებსა და თანამშრომლებს კოვიდზე ტესტი ორ კვირაში ერთხელ ჩაუტარდებათ. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ადრეული აღზრდისა და სკოლამდელების თანამშრომლების 20% პჯრ ტესტს გაიკეთებს, ხოლო 80%- სწრაფ ტესტს. სკოლის მასწავლებლებისა და პერსონალისგან განსხვავებით, საბავშვო ბაღების თანამშრომელთა შემთხვევაში სრულად აცრილ და აუცრელ ან ერთი დოზით ვაქცინიურებულ პირებს შორის, ტესტის ჩატარების ინტერვალი არ განსხვავდება.კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID 19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხა და ჩატარების წესის მიხედვით:
„ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდების ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელ დაწესებულებებში მომუშავე პირები – ყოველ 14 დღეში ერთხელ, დასაქმებულთა მაქსიმალური (100%) მოცვით, მაგრამ არანაკლებ 20%-ისა (ტესტირების 20% უნდა ჩატარდეს პჯრ მეთოდით, ხოლო დარჩენილი 80% – ანტიგენის სწრაფი ტესტით), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელის ან/და შესაბამის ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულში სახელმწიფო რწმუნებულის შუამდგომლობა, ტესტირების განხორციელების შეუძლებლობის შესახებ ან დაწესებულებაში მომუშავე პირები სარგებლობენ დისტანციურად მუშაობის რეჟიმით“.
იხილეთ:
გახანგრძლივდება თუ არა სასწავლო წელი პირველკლასელებისა და მათი მასწავლებლებისთვის