მასწავლებლების ნაწილისთვის PCR ტესტი ფასიანი გახდა - მთავრობის დადგენილება ძალაშია
08-10-2021

მთავრობის ახალი განკარგულების მიხედვით, მასწავლებელთა ნაწილისთვის PCR ტესტი 1 ოქტომბრიდან ფასიანი გახდა.

ბრძანებაში, რომელიც კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID 19) სავალდებულო  ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხას და ჩატარების წესს არეგულირებს, აღნიშნულია, რომ სახელმწიფოს დაფინანსებით ორ კვირაში ერთხელ PCR ის მასწავლებლები გაიკეთებენ, რომლებიც ორჯერადად არიან COVID-19-ის საწინააღმეგო ვაქცინით აცრილები, აუცრელი ან ერთჯერადად აცრილი მასწავლებლებისთვის კი სახელმწიფო სწრაფ ტესტს აფინანსებს, რომელიც მათ კვირაში ერთხელ ჩაუტარდებათ. 

აღსანიშნავია, რომ აუცრელი პედაგოგებისთვის კოვიდტესტირება, რომ შესაძლოა ფასიანი გამხდარიყო, ამის შესახებ ჯერ კიდევ აგვისტოში ვწერდით. 

იხილეთ: აუცრელი მასწავლებლები კოვიდტესტს კვირაში ერთხელ ჩააბარებენ, სრულად აცრილები - 14 დღეში ერთხელ PCR-ს

აუცრელი მასწავლებლებისთვის სექტემბრიდან კოვიდტესტირება შესაძლოა ფასიანი გახდეს

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203