ხოჯორნის საჯარო სკოლაში ძალადობის პრევენციის მხარდაჭერის მიზნით ორკვირეული დაიწყო
31-01-2018
ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე ძალადობის პრევენციის მხარდაჭერის მიზნით, ხოჯორნის საჯარო სკოლაში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანია დაიწყო. 

ძალადობის, ბულინგის წინააღმდეგ მიმართული კამპანია სკოლაში ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. ორკვირეულის ფარგლებში მოსწავლეებმა უნდა წარმოადგინონ ესეები, ჩაწერონ ინტერვიუები და თემაზე შესრულებული ნახატები უნდა გამოფინონ. მოზარდები საქართველოს პროკურატურის მიერ გამოცხადებულ კონკურსშიც ჩაერთვებიან.

აქტივობები ხოჯორნის სკოლაში უკვე დაწყებულია. მეთერთმეტე კლასში, ქართულის გაკვეთილზე მოსწავლეებმა დღეს თემაზე „ნუ მოკლავ“ საკუთარი შეხედულებისამებრ ესეები დაწერეს და ერთმანეთს გაუზიარეს. მათ ასევე წინასწარ შექმნილი პოსტერები წარმოადგინეს. ქართულის გაკვეთილს პედაგოგი, ლალი მარგიანი ხელმძღვანელობდა.

ძალადობის წინააღმდეგ მიმდინარე ორკვირეული სკოლაში 9 თებერვლამდე გაგრძელდება. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203